25/04/2023
12:52
პოლიტიკა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის კითხვაზე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე კვირის შაბათს რომ ჩატარდეს, ვის დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 19%
„ნაციონალური მოძრაობა“ - 14%
„საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 3%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3%
„ლეიბორისტული პარტია“ - 2%
„ლელო“ - 2%
„გირჩი“ - 2%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2%
ანა დოლიძე - 2%
„მოქალაქეები“ - 2%
კონსერვატიული მოძრაობა „ალტინფო“ - 2%
ელენე ხოშტარია „დროა“ - 1%
გიგა ბოკერია „ევროპული საქართველო“ - 1%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 1%
„ხალხის ძალა“ - 1%
ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ 5%-მა თქვა, რომ პასუხი არ იცის, 20%-მა აღნიშნა, რომ არცერთ პარტიას არ ძლებს ხმას, ხოლო 7%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია.
ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024