16/11/2021
13:11
პოლიტიკა
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არც ეს ე.წ. შიმშილობა და არც ქვეყნაში შემოპარვა სხვა არაფერს ითვალისწინებდა თუ არა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის კიდევ უფრო მეტად ესკალაციას.
„ორი არჩვენები ჩატარდა საქართველოში და ოპოზიციამ ორივე წაგო, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი არ აჩერებენ იმის მცდელობას, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციაში შეიყვანონ და ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელი მაგალითი, როდესაც დღესაც რამდენიმე დეპუტატი ტოვებს პარლამენტის იმ მანდატს, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და დესტრუქციული ქმედებებისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, „ქართულ ოცნება“ როგორც პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს არის მმართველი პარტია არავითარ შემთხვევაში არ მისცემს არავის საშულებას, რომ ჰიბრიდული ომის ეს სცენარები საქართველოში განხორციელდეს და რეალობად იქცეს. ჩვენ ქვეყანას ევოლუცია სჭირდება და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია, რომელსაც უბედურების მეტი ჩვენი ქვეყნისათვის არასდროს არაფერი მოუტანია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0