„პუტინს უკრაინა უყვარს და მას რუსეთის ნაწილად მიიჩნევს“ - ტრამპი
12/04/2023
12:34
მსოფლიო
A-
+A
„პუტინს უკრაინა უყვარს და მას რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი თავიანთ პოლიტიკურ თამაშში ძალიან ჭკვიანები არიან“, - მსგავსი განცხადებები აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, პუტინთან საუბრისას უკრაინის მიმართ რუსეთის ლიდერის დიდი სიყვარული დაინახა, თუმცა კონკრეტულად როგორ გამოიხატა ეს სიყვარული, პოლიტიკოსს არ განუმარტავს.
„მე დავინახე, რომ მას [პუტინს] უყვარს [უკრაინა] და მას რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. მე ვუთხარი: სანამ პრეზიდენტი ვარ, ეს არ მოხდება. რუსეთი ახლა უკრაინას ანადგურებს. ჩემი პრეზიდენტობის პირობებში, სავარაუდოდ, სრულმასშტაბიანი ომი არასოდეს დაიწყებოდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
0
0
174
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%