01/08/2023
16:59
მსოფლიო
რუსეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ექსპერტის მიხაილ ტურჩენკოს შეფასებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ასპექტი არის ის, თუ რა ბედი ეწევა ვლადიმერ პუტინს.
„პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჭორები სტატიებში ხშირად ქვეყნდება და მიუხედავად იმისა, რომ, ნაკლებად სავარაუდოა, მან ძალაუფლება დაკარგოს, ზაფხულში მოწყობილმა წარუმატებელმა ამბოხებამ განამტკიცა მოსაზრება, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი თანამდებობიდან გადაყენება შესაძლებელია,“ - წერს ექსპერტი რუსულ ონლაინ ჟურნალ Riddle Russia-ში.
ტურჩენკოს განცხადებით, პუტინის ამბოხის მართვის ხერხი ("ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა ვერ მოიპოვა ელიტის მხარდაჭერა) ცხადყოფს, რომ კრემლში „სეისმური“ ცვლილებები არ ხდება.
„პუტინის დიქტატორულ რეჟიმს ახლა არც სახელმწიფო გადატრიალება და არც საპროტესტო გამოსვლები არ ემუქრება. პუტინის სასარგებლოდ ომის დასრულების შემთხვევაში, რეჟიმმა შეიძლება დიქტატორის სიკვდილამდე იარსებოს. რეალურად, უკრაინაში არახელსაყრელი შედეგის მიღებაც კი შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ პუტინი დასჯილი ვიხილოთ, მაგრამ ერთი რამ შეიძლება...
უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომი გაურკვევლობის მუდმივი წყაროა, რომელიც ნებისმიერ მომენტში არღვევს სტატუს კვოს. პუტინის რეჟიმს საფრთხე შეიძლება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა შეუქმნან: ცხოვრების პირობების გაუარესებამ შეიძლება ქვეყანაში „სიმშვიდე“ დაარღვიოს.
თუმცა, ხალხის პოლიტიზირებაა საჭირო და ეს არის რუსეთის ოპოზიციური ჯგუფების ამოცანა. მათ ეს შეუძლიათ ერთად ან პარალელურ რეჟიმში გააკეთონ. მთავარი კონფლიქტების თავიდან აცილებაა," - წერს მიხაილ ტურჩენკო.
0
0