19/03/2023
12:43
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ როდის მოინახულებენ ექსპრეზიდენტს პოლონელი ექიმები, კვლავ უცნობია.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ექიმებს სააკაშვილის მონახულების უფლება ჯერ კიდევ არ აქვთ.
„პოლონელი ექიმების ბევრი არაფერი ვიცი. ვიცი, რომ უნდა ჩამოსულიყვნენ უკვე ვიცი ორი კვირაა, რომ ისინი გამზადებული არიან ჩამოსასვლელად, მაგრამ ფაქტია, ვერ ჩამოდიან, როგორც ჩანს, არ აქვთ ნებართვა, თორემ ამდენი ხანი ხომ ჩამოვიდოდნენ. იქიდან ყველანაირი მზადყოფნა იყო, ფოტიგა იმავეს ლაპარაკობდა, სტრასბურგში ვიყავით ყველა იმავეს გვეუბნებოდა, ფაქტია, რომ ეს ექიმები ვერ ჩამოდიან“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, პოლონელი ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოს ხელისუფლების თანხმობას რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდებოდა. 16 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს ექსპრეზიდენტის მონახულების უფლება მისცა, თუმცა მედიკოსთა ჯგუფი საქართველოში ამ დრომდე არ ჩამოსულა.
0
0