07/08/2023
12:45
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის „პოლიტიკური ხმალაობა“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა.
სარჯველაძის თქმით, ახლა მთავარი საკითხია სამძებრო სამუშაოები.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს იყო იმ სპეციფიკის და მასშტაბის კატასტროფა, რომლის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
„საქართველოში მოიძებნებიან პოლიტიკური ძალები, რომლისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და ეს საკითხები „პოლიტიკური ხმალაობის“ ატეხა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა და ეს ჰგავს პირველივე დღეს გამართულ იმ მიტინგს, თუ აქციას, რაც იყო. არ ვარგა ასე წინმსწრებად რაღაც ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც აუდის ძალიან მყრალი სუნი პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულებს დაწერის მცდელობების.
ჩემი მოწოდება იქნებოდა, პირველ რიგში, ყველა დააკვირდეს ამ საკითხების ირგვლივ სპეციალისტებს შეფასებებს, რა შეფასებაც იქნება, რასაკვირველია, გამოძიება თუ იქნება საჭირო, ჩატარდება. ეს ყველაფერი უნდა თქვას სპეციალისტების ჯგუფმა, რომელიც მომხდარ ინციდენტს შეისწავლის და აქედან გახდება ყველაფერი ცნობილი“, - აცხადებს სარჯველაძე.
0
0