03/08/2023
14:31
პოლიტიკა
„პივიტი“ არ იყო უნებლიე შეცდომა, ეს იყო მიზანმიმართული ბოროტება საქართველოსა და ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, ჩვენი ამომრჩევლების ნების გამოხატვის წინააღმდეგ გადადგმული, რომელსაც კონკრეტული მიზნები ჰქონდა, რომ გამოეწვია არეულობა ჩვენს ქვეყანაში, უნდობლობა სამართლიანი გადაწყვეტილებისადმი, რაც საბოლოო ჯამში ძალადობრივ პროცესებში უნდა გადაზრდილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„როდესაც ასეთი მიზანმიმართული და განზრახული ქმედებები ხდება, დონორ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შეფასებები. ვინაიდან, ეს პირველ რიგში საბოლოოდ დონორის რეპუტაციას აყენებს ჩრდილს და როდესაც ამ მხრივ არ ხდება შეფასება დონორის მხრიდან, არამედ აქტიურდება მხარდაჭერა, მათ შორის დაფინანსების თვალსაზრისით, საზოგადოება ცხადია მოითხოვს, რომ ამ კითხვებზე პასუხი იყოს გაცემული“, - განმარტა რატი იონათამიშვილმა.
0
0