11/08/2023
13:21
კულტურა
ქართველი მომღერლები ნინი შერმადინი და თათია კობალაძე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობენ, ტოპ 10-ში გადავიდნენ.
ამის შესახებ მუსიკოსები ინფორმაციას სოციალური ქსელში ავრცელებენ:
"ამხელა ტრაგედიის ფონზე, არც ერთი დღე არ შემიხედავს ჩემი კონკურსის გვერდზე, არ გამიხსნია, დღეს ბოლო დღე იყო ტოპ ათეულის გამოსავლენად. არ ვიცი რანაირად გახსოვდით და მაძლევდით ხმას, როცა მე არ მახსოვდა საკუთარი თავი, ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რანაირად მოახერხეთ რომ პირველობა არ დამეკარგა. მეტირება... დღეს მე ტოპ ათეულის პირველ ადგილზე ვარ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წყალობით... რით დავიმსახურე თქვენი ამხელა სიყვარული და მხარდაჭერა არ ვიცი... მადლობა ჩემო კეთილებო, ერთგულებო, საიმედო ადამიანებო! ერთი ის ვიცი, რომ თუ გავიმარჯვე და ბოლომდე მივედი, ჩემს გამარჯვებას მთლიანად რაჭაში დაზარალებულების ოჯახებს და მაშველებს მივუძღვნი… გმირებს რომლებიც ჩვენი შვილების გადარჩენისთვის ყოველთვის წირავენ საკუთარ სიცოცხლეს! ღმერთი თუ ინებებს და ოდესმე იმდენს მივაღწევ, რომ წარმატებული მომღერალი ვიქნები, ყველაფერს ჩემი ქვეყნის კეთილდღობას მოვახმარ, თქვენ მაძლევთ წარმატებას და ჩემი წარმატება თქვენია... ❤️
დიდი მადლობა ყველაფრისთვის!
ძალიან მიყვარხართ ❤️🙏
შემდეგი ეტაპია ტოპ ხუთეული… ვნახოთ სადამდე მივალთ ერთად!"
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024