
2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ფოტოს და შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი…
მამა გაბრიელი
ნიკომ მაჯის საათი მოიხსნა და მამა გაბრიელის ფიზიკურ განსასვენებელს დაადო, პატარაობიდან მადლს აგროვებდა, სრულიად გააზრებულად.
ვფიქრობ მამა გაბრიელი დაგვეხმარა მისი დატყვევებული საათის გამოხსნაში, რომელსაც წელიწადნახევარი დავეძებდი, ალბათ ის ადამიანები რომლებიც საგულდაგულოდ მალავდნენ საათს დღეს წმინდა გაბრიელის შეწევნას მოუსურვებენ ერთმანეთს!!!
მოთმინებასაც აქვს საზღვრები და დუმილი ხშირად ცოდვადაც ითვლება, იცის ნეტავ, მხედრობამ?
მთავრობამ?
საზარელი სექტემბერი ახლოვდება, მამა გაბრიელ მეოხ გვეყავ შეგვეწიე“ - წერს იზა ომაძე და ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, იზა ომაძე თითქმის წელიწად ნახევარი ელოდა, როდის დაუბრუნდებოდა ნიკოს მაჯის საათი ოჯახს. მაჯის საათი რამდენიმე თვის წინ ოჯახს დაუბრუნდა.
0
0