02/11/2021
14:11
პოლიტიკა
იაგო ხვიჩიას თქმით, მთელი ეს პერიოდი ოპოზიციის ლიდერშიპის მიერ პარლამენტის „გაპუსტიაკება“ ხდებოდა.
ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ სხვებს არათანასწორად მიიჩნევს.
„მოდით დავიწყოთ იმით ამ პარლამენტს რა სჭირს. ჩვენ გვინდა, რომ ეს პარლამენტი უკეთესი გავხადოთ და ამ კუთხით მმართველი გუნდის რიტორიკა უკეთესობისკენ არის შეცვლილი. მოდი გავიაზროთ ვინ მიაყენა ყველაზე დიდი რეპუტაციული ზიანი ამ პარლამენტს და რა ფაქტორები იყო ის, რის გამოც ამ პარლამენტს ზიანი მიადგა?
დავიწყოთ „ნაციონალური მოძრაობით“, რომლებიც აქ რომ იყვნენ მაშინაც იძახდნენ რომ „ეს პარლამენტი ბუტაფორიაა, არჩევნები გაყალბებულია, ჩვენ ტყუილად ვართ“ ზოგადად ამ პარლამენტის „გაპუსტიაკება“ ხდებოდა მთელი ოპოზიციის ლიდერშიპის მიერ.
რა ხდებოდა ხელისუფლების მხრიდან? ზუსტად იგივეს და წარმატებით აკეთებდა ხელისუფლება. მაშინ როდესაც ფაქტობრივად არაფერზე ლაპარაკობდა, გარდა „ნაცებთან“ ჩხუბისა. არცერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა სერიოზული მსჯელობა. ფაქტი ხომ ფაქტი იყო, რომ ვერ მოვისმინე კონკრეტული პოზიცია ვის რა უნდოდა მმართველი ძალიდან ამ პარლამენტიდან გამოსულიყო, რა საკითხზე იყო წამსვლელი, რის რეფორმას აკეთებდა. არ ვიცი ეს რისი ბრალია, რა იყო ამის მიზეზი. მგონია, რომ მთავარი პრობლემა, „ქართული ოცნების“ წევრები, ამ შემთხვევაში ხელისუფლება არავის მიიჩნევდა თანასწორად. არასოდეს შემოდიოდა თანასწორ საუბარში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ და დასძინა, რომ „გირჩი“ არის ის ძალა, რომელსაც არც მონები ჰყავს და არც მონად მიაჩნია თავი.
„ჩემი აზრით ეს თუ ასე გაგრძელდა აქედან არაფერი გამოვა. ჩემი პარტიის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც არც მონები გვყავს და არც არავის მონად არ მიგვაჩნია თავი. ნებისმიერ თქვენგან როგორც თანასწორს ისე ველაპარაკებით. არ ვიცი ამას როგორ უყურებთ, საკუთარი წარმატება გაძლევთ საშუალებას რომ ვიღაცებს არათანასწორად ელაპარაკოთ, მაგრამ მგონი ახლა არ არის ამის სიტუაცია. მოდით გავაგრძელოთ ურთიერთობა როგორც თანასწორმა ადამიანებმა“, - აცხადებს ხვიჩია.
0
0