27/05/2023
11:01
მსოფლიო
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსების შეტევითი ოპერაციის ტემპი შემცირებულია. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, თავდაცვის ძალები სავარაუდოდ, ოპერაციის ახალ ფაზას დაიწყებენ და გაართულებენ ბახმუტში, რუსული დანაყოფებისთვის „ვაგნერის“ პოზიციების დაგეგმილ გადაცემას.
ISW-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა ორეხოვო-ვასილიევკჯს რაიონსა (ჩრდილო- დასავლეთ ბახმუტიდან 11 კილომეტრში) და კლეშეევკა (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 7 კილომეტრში) წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, ერთ-ერთი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ირწმუნება, რომ უკრაინულმა კონტრშეტევებმა ორეხოვო-ვასილიევკას რაიონში კერძო სამხედრო კომპანია „ვეტერანის“ მებრძოლები აიძულა, დაკავებული პოზიციებიდან ერთი კილომეტრით დაეხიათ უკან. ხოლო სხვა რუსი სამხედრო კორესპონდენტები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტ-სლავიანსკის გზის სხვადასხვა პოზიცია დაიკავეს.
„რუსეთის შეტევითი ოპერაციების შენელება ბახმუტის რაიონში და ადგილზე სამაშველო ოპერაციის გამოცხადება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ინიციატივას მისცემს უკრაინულ ძალებს ამ რაიონში, რომ ოპერაციების ახალი ეტაპი დაიწყონ ქალაქის ირგვლივ“, - აცხადებენ ISW-ში.
0
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
22/09/2024