24/08/2023
10:13
მსოფლიო
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით, აჯანყების გამო კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინზე შური იძია და მისი განადგურების ბრძანება გასცა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და კრემლმა სწორედ აჯანყების შემდეგ მიიღო პრიგოჟინის განადგურების გადაწყვეტილება.
ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კრემლის მიერ „ვაგნერის“ განადგურებას.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელმძღვანელის გარეშე გაურკვეველია რა ბედი ელის „ვაგნერს“.
ექსპერტების აზრით, პრიგოჟინი და უტკინი უდავოდ იყვნენ ვაგნერის სახეები და მათ მკვლელობას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.
შეგახსენებთ, დღეს, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომლის მგზავრების ჩამონათვალშიც ევგენი პრიგოჟინია. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელსაც პრიგოჟინის „მარჯვენა ხელს“ უწოდებენ და ასევე, „ვაგნერის“ სხვა მეთაურებიც.
როგორც რუსული გამოცემა TASS რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იმყოფებოდა და ათივე მათგანი დაღუპულია.
0
0