„ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები იგივე რჩება - პირბადის ტარება და ვაქცინაცია - თამარ გაბუნია
14/02/2022
11:58
საზოგადოება
A-
+A
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰიპოთეტური მოსაზრებები არსებობს, თითქოს “ომიკრონის” ქვეშტამის გავრცელების სისწრაფე უფრო მაღალია, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია და ეპიდემიის მართვის კუთხით რეაგირების გეგმა არ იცვლება.
როგორც „ომიკრონის“ ქვეშტამებზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, მის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები იგივე რჩება - პირბადის ტარება და ვაქცინაცია.
„ომიკრონის“ ქვეშტამები და სხვადასხვა ვარიაცია, რომელიც აქამდეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც გაჩნდეს, მართვის კუთხით ეპიდემიოლოგიურ რეაგირების გეგმას არ ცვლის. იგივე რჩება რეაგირების ღონისძიებები, რაც „ომიკრონის“ შემთხვევაში იყო. მთავარი ისევ არის დისტანცირება, პირბადის გამოყენება, ზოგადი წესები, რაც მთელი პანდემიის განმავლობაში გვქონდა და რაც მთავარია, ისევ და ისევ ვაქცინაცია. რაც არ უნდა ვარიაციაზე გვქონდეს საუბარი, ვაქცინაციის ეფექტიანობა ძალაში რჩება. ამდენად ეპიდემიური მართვის კუთხით, ეს ინფორმაცია კრიტიკული და მნიშვნელოვანი არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
0
0
324
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%