„ომიკრონი“ აშშ-ში დომინანტური შტამი გახდა
21/12/2021
10:55
მსოფლიო
A-
+A
„ომიკრონი“ აშშ-ის ტერიტორიაზე დომინანტური შტამი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ავრცელებს.
12-18 დეკემბრის პერიოდში „ომიკრონით“ ინფიცირების წილი 73,2%-მდე გაიზარდა, „დელტას“ წილი კი 26,6%-მდე შემცირდა, მაშინ როცა წინა კვირაში შემთხვევების 87% „დელტას“ შტამზე მოდიოდა.
„ომიკრონის“ შემთხვევები ამერიკის თითქმის ყველა შტატშია დაფიქსირებული, გამონაკლისს მხოლოდ ოკლაჰომა და ჩრდილოეთ დაკოტა წარმოადგენენ. ზოგიერთ შტატში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა წილი 90%-ს აღემატება.
ABC News-ის ცნობით, ამერიკაში „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტის პირველი გარდაცვალებაც დაფიქსირდა. კერძოდ, გარდაცვლილია ტეხასის შტატში მცხოვრები 50 წლის კაცი, რომელიც აუცრელი იყო.
0
0
419
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%