დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და თვრამეტი გამომდინარე კანონპროექტისა, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ასე შემდეგ. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას გააცნო ძირითადი ასპექტები, თუ რა ცვლილებები მოხდება.
მისივე თქმით, ქორწინების საკითხი 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით.
„ჩვენ გვესმის საუბრები, რომ ქორწინების ალტერნატიული ზომები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონში იქნება, ისევე როგორც შემდეგ კონსტიტუციურ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0