30/07/2023
19:36
პოლიტიკა
ჩვენი მმართველი ჯგუფის ლიდერები, მოლაპარაკე თავები ისეთი სიტყვებით მიმართავენ ხოლმე, რომელიც რუსულად რომ ვთარგმნოთ, ძალიან ეფექტურად ჟღერს და პუტინის ყურს კარგად ელამუნება, მაგალითად „უროდი“, ბესოვსკოე ატროდიე“, - ამის შესახებ გია ბუღაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა, გიორგი რუხაძემ შესანიშნავი ცნება შექმნა - „მართვადი სიღარიბე“. სიღატაკესაც დავუმატებდი, მართვადი სიღატაკე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ე.ი. ქართლი ღატაკია ფულითაც, ცნობიერებითაც, მონაცემითაც და არაფრის მაქნისი არ არის. რეალურად ამას ამკვიდრებს თავიდან ბოლომდე ივანიშვილი, როგორც კი მოვიდა აქ, იმიტომ რომ მან თქვა, ჩვენ არაფერი არ ვართ, არავის არაფერში არ უნდა ვჭირდებოდეთ, ჩუმად უნდა ვიყოთ, როგორც ორღობე. ასეც ვიქნებით, თუ რა თქმა უნდა, ხმას არ ამოვიღებთ. სხვათა შორის პატარა ლინგვისტური დაკვირვება გავაკეთე, რა სიტყვებით მიმართავენ ხოლმე ჩვენი მმართველი ჯგუფის ლიდერები, მოლაპარაკე თავები, რომელიც რუსულად რომ ვთარგმნოთ, ძალიან ეფექტურად ჟღერს, მაგალითად - „უროდი“, ბესოვსკოე ატროდიე“. თან მისტიკური ელფერი აქვს, პუტინი ხომ გადავარდნილია მაგიაში და შამანებში და მის ყურს კარგად ელამუნება - „ბესოვსკოე ატროდია“ - ქაჯი ხომ ამას ნიშნავს. რეალურად აქაც კი გარკვეული გათვლა აქვთ, რეალურად ისინი თავისი ჭკუით არ იმართებიან, ისინი იმართებიან ლუბიანკადან , ეს არის კოშმარი“,- განაცხადა გია ბუღაძემ.
0
0