
„არ ვენდობი არც ერთ ადამიანს „ოცნების“ სპიკერებიდან, არც მათი განცხადებების სულისკვეთების მჯერა, არც იმის მჯერა რომ რამე გაიგეს ფუნდამენტურად და ცვლილებებისთვის მზად არიან, მაგრამ უნდა ვისწავლოთ მოგებული ბრძოლის კაპიტალიზაცია“, - ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
„მიუხედავად პროცედურების აბდაუბდობისა, გაწვევა შეუძლებელია, მეორე კენჭისყრა და ჩაგდება სჭირდება და სხვა, „ოცნების“ დღევანდელი განცხადება არის ქართული სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი გამარჯვება.
დღევანდელი დღე არის ყველა იმ ადამიანის, სათითაოდ და კოლექტიურად მიღწეული შედეგი ვინც ასე შეუპოვრად იცავდა საკუთარ და ჩვენს ევროპულ მომავალს და ხალხის მიერ მოღერებული მუშტი რომელმაც თავისი ძალა აჩვენა.
აბსოლუტურად არ ვენდობი არც ერთ ადამიანს „ოცნების“ სპიკერებიდან, არც მათი განცხადებების სულისკვეთების მჯერა, არც იმის მჯერა რომ რამე გაიგეს ფუნდამენტურად და ცვლილებებისთვის მზად არიან, მაგრამ უნდა ვისწავლოთ მოგებული ბრძოლის კაპიტალიზაცია.
ომი წინ არის, დიდი ომი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის პუტინის ხელის ბიჭებისგან გამოსაგლეჯად. ევროპული საქართველოსთვის ბრძოლას კი ზუსტად ის ენერგია სჭირდება რომელიც ამგვარი მოგებული ბრძოლებით მოიპოვება და შემდეგი გამარჯვებისკენ მიჰყავხარ.
ისე რომ გილოცავ საქართველო ამ შავბნელი ფურცლის გადახევას! წინ უფრო მეტი გამარჯვევებისკენ!“, - აცხადებს ხიდაშელი.
0
0
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
16/05/2025
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/05/2025