23/12/2021
11:31
სამართალი
როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, „ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო მიხეილ სააკაშვილზე, თავად სააკაშვილიც ამბობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო მასზე“.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ სამართლებრივი პასუხისმგებლობის პასუხისმგებლობის დაკისრება სრული აბსურდია.
„ჩვენ შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე. ეს არის ძირითადი მტკიცებულებები, რაც მოპოვებული იქნა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ და რაც ადასტურებს ცალსახად მისი უფლებების ფუნდამენტური დარღვევის ფაქტებს. ასევე, შუამდგომლობა გვექნება მოწმეების ხელახლა დაკითხვასთან დაკავშირებით, კერძოდ ორი მოწმის. ნინო ბურჯანაძის და ზაზა გოგავას დაკითხვას ვითხოვთ, რათა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მოხდეს ჩვენებების გაჟღერება.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენებებით ვიცით, რომ ეს არ იყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება, მაგრამ ეს არ იყო სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება და ამის გამო არ აქვს ბრალდება წარდგენილი მესამე პრეზიდენტს. მიუხედავად ამისა, მოვითხოვთ იმ ადამიანების ხელახლა დაკითხვას, ვისაც რაიმე საკითხზე შეხება ჰქონდა პირადად მიხეილ სააკაშვილთან.
ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო მიხეილ სააკაშვილზე, თავად მიხეილ სააკაშვილიც ამბობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო მასზე. ამას ამბობს არა ახლა, არამედ ეს თქვა 2007 წელს.
ის ფაქტი, რომ 7 ნოემბერს ცუდი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია, უდავოა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სრული აბსურდია, მით უმეტეს იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც 20 ივნისი მოაწყო და მერე თვითონვე მოახდინა ამნისტირება“, - აღნიშნა საძაგლიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
0
0