24/10/2022
15:55
პოლიტიკა
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლოს სხდომას ეხმაურება. მისი თქმით, ამ ქვეყნის სასამართლოდან კარგი მოლოდინი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.
„მოლოდინი რომ გქონდეს ამ ქვეყანაში ამ სასამართლოსგან ძალიან რთულია, ამიტომ მოლოდინი არ გვაქვს კარგი. რაც შეეხება თვითონ საქმეს, ჩვეულებრივი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე, თუმცა ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, რაღაცნაირად ძრავი იყო როგორც აღმოჩნდა ოპოზიციური სპექტრისაც. მისი დაკავების შემდეგ დაეტყო ეს ყველაფერი ოპოზიციურ აქტივობასაც, განსაკუთრებით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის აქტივობას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს, 24 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი, როდის გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.
0
0