
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არმიაში ნახევარი მილიონი ადამიანის გაწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ ზელენსკიმ Channel 4 News-თან ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ადამიანის სიცოცხლე ნომერ პირველი პრიორიტეტია და ამ მომენტისთვის, ის ვერ ხედავს იმის საჭიროებას, რომ ამდენი ადამიანის გაწვევის საჭიროებაზე თქვას - „კი“.
„სიცოცხლე - ეს უპირველესია. ხოლო მეორე საკითხია შესაბამისი მოქმედებები და შესაბამისი ოპერაციები. დღეს ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების საჭიროებას“, - აცხადებს ზელენსკი.
ცნობისთვის, უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს განხილვები მობილიზაციის კანონის რეფორმირების შესახებ.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026