21/10/2022
14:24
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რა კომენტარს აკეთებენ ამ განცხადებაზე, როცა არესტოვიჩი საქართველოში გეგმავს მილიონი უკრაინელი ჯარისკაცის გამოგზავნას და აქ ხელისუფლების სამხედრო გზით დამხობას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„ევროკავშირისკენ მიმავალი კანდიდატი სახელმწიფოს, ხელისუფლების სახელით მოლაპარაკე პირი ამბობს, რომ მეორე ევროკავშირისკენ მიმავალ ქვეყანაში გეგმავს ჯარისკაცებით ხელისუფლების შეცვლას, ამაზე როგორი იქნება მათი დამოკიდებულება? მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, უკრაინა რუსეთის არანორმალური აგრესიის მსხვერპლია, ეს კითხვები უნდა დაისვას, რადგან არესტოვიჩის ასეთი განცხადებები არ არის გზა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის გამარჯვებას ამ კონფლიქტში“, - განაბცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
0
0