11/04/2023
11:27
პოლიტიკა
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევები სიბრიყვით აიხსნება. ამით იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლილ პოზიციას გამოეხმაურა.
„ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ ქცევა, გნებავთ სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, გნებავთ სამხედრო „ფეიკ რეფორმასთან“ დაკავშირებით, ჩემი აზრით აიხსნება სიბრიყვით ან ქოცებთან შეთქმულებით და შეთანხმებით“, - განაცხადა ხვიჩიამ.
46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოიწვიოს.
როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა - ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.
0
0