08/04/2023
23:33
პოლიტიკა
„რასაც ახლა ვუყურებთ, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უაპელაციოდ ხდება მოსამართლეების სანქცირება, აქ უკვე სხვა აზრი გვიყალიბდება. ვიღაცებს, როგორც ჩანს, აქვთ ეს სურვილი თუ დავალება, რომ რაღაც დონეზე მაინც აღადგინონ „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
შეკითხვაზე, კონკრეტულ სუბიექტებზეა საუბარი თუ პარტნიორზე, კობახიძემ აღნიშნა, „არ ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ ხაზთან“.
მისივე თქმით, დაუშვებელია „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის დაბრუნება სასამართლო სისტემაზე.
„ერთადერთი ინტერესია, რომ „ნაცმოძრაობის“ გავლენა დაბრუნდეს სასამართლოზე. დაბრუნდეს ის უბედური სტატისტიკა 25000 კაცი რომ ჰყავდათ ციხეებში, 150 კაცს რომ კლავდნენ ყოველ წლიურად ციხეებში, 20-ს არ ასცდენია ეს სტატისტიკა ამ წლების განმავლობაში. 150-ს მიაღწია მათი ხელისუფლების პირობებში სიკვდილიანობამ ციხეებში. ხედავთ რაში იყო ხომ საქმე?! რეალურად უსამართლოდ ხდებოდა ადამიანების მოთავსება. 300 000 კაცს შეუფარდეს სასჯელი მთლიანობაში და ამას მოჰყვა ადამიანების სიკვდილი, ადამიანებისთვის ქონების წართმევა, ამას მოჰყვა ტელევიზიების წართმევა.
ტელეკომპანია „იმედი“ წაართვეს სწორედ სასამართლოს მეშვეობით კანონიერ მეპატრონეს. ანუ, სასამართლო იყო ყველა უბედურების ერთ-ერთი კომპონენტი, ამ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი რგოლი და როგორ შეიძლება, რომ ვიღაცამ დაუშვას, ხელისუფლებას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა ენჯეომ გთხოვოს, რაც არ უნდა ტელევიზიებში კამპანიები ასწიონ, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ დავუშვათ თუნდაც მინიმალური დოზით „ნაცმოძრაობის“ გავლენის აღდგენა სასამართლოზე - ეს ხომ გამორიცხულია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0