08/06/2023
00:54
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო, მე პირადად არაფერი არ მაქვს, ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს, რითაც იყვნენ დაკავებული, ოღონდ ახლა უფრო გაშმაგებული და უფრო ენერგიული იქნებიან“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ დღემდე არ აღიარებს დაშვებულ შეცდომებს და სინანული არ გააჩნიათ.
„ისინი [ნაცმოძრაობა] დღემდე იძახიან, ციხის კადრები დადგმული იყოო. გეგონება, მარტო ის ერთი სცენაა, სადაც ცოცხს უტიკინებენ იმ პატიმარს და მაგის გარდა თურმე, ციხეში არაფერი არ ყოფილა, დღემდე, ამასაც კი არ აღიარებენ, სანდრო გირგვლიანს დღემდე ხულიგანს ეძახიან და საჯაროდ ლანძღავენ, ელემენტარული სინანული არ გააჩნიათ და კიდევ ჰგონიათ, რომ პუტინმა გაუშვა ისინი ხელისუფლებიდან.
იმას ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში, სააკაშვილმა მოიყვანა თავისი ძალადობით და სადიზმით და ამ ხალხის ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება.
ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს, რითაც იყვნენ დაკავებული, ოღონდ ახლა უფრო გაშმაგებული და უფრო ენერგიული იქნებიან. ამას არც მალავენ, პოსტს პოსტზე წერენ „ფეისბუკში“, მოვალთ და სარებზე ჩამოგაცმევთო. ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება და შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო, მე პირადად არაფერი არ მაქვს. ასევე არ მაქვს სალაპარაკო პრორუსებთან და მსგავს ხალხთან“, - აცხადება ალეკო ელისაშვილი.
0
0