10/06/2023
16:30
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ იმ მდგომარეობაში იმყოფება ამ ბოლო დროს, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„არანაირი გასაღები მათ არ აქვთ - არც ისეთი და არც ასეთი. რეალურად „ნაცმოძრაობაში“ კი არაა პრობლემა. პრობლემა არის ნაცობაში, რაც უფრო ფართო ცნებაა. ეს მოიცავს სხვა პარტიებსაც, რომლებიც მათი კლასტერიდან არიან. მათი საერთო ნიშანია ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალებების შესრულება და უსამშობლობა. ეს აქვთ მათ საერთო. ერთი სახელი რა დაერქვას ამას, ადამიანი რომ ფიქრობს, არის ნაცობა. მათ ვეძახით ნაცებს, ვინც დავალების უპირობო შესრულებაში ერთიანდებიან, უსამშობლოები არიან და საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან. დღეს ხელისუფლება მართლა რომ არაფერს აკეთებდეს რეკომენდაციების შესასრულებლად, შეიძლება გაჩერდე და თქვა, რომ ყველაფერი კეთდება და საქართველო იმსახურებს სტატუსს. ამ დროს, მართლა კეთდება და ამბობენ, რომ არ იმსახურებს და არ კეთდება. რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ ხელისუფლების გადაყირავებაზე ფიქრობ და ამ გზით ცდილობ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრობლემების შექმნას“, - აცხადებს მდინარაძე.
0
0