06/12/2021
18:09
პოლიტიკა
პაპუაშვილის თქმით, არსებობს სკოლის სახელმძღვანელოების გრიფირების სისტემა, როცა სახელმძღვანელოები წინასწარ ქვეყნდება და წიგნების გრიფირებამდე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს და შენიშვნები წარადგინოს. დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ წიგნზე შენიშვნები არ ყოფილა.
“არის მცდელობა იმისა, პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში და პოლიტიკოსები 21-ე საუკუნის ცენზორებად მოგვევლინონ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე ისტორიის სწავლება. საზოგადოებამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები, ამონარიდები იხილა, რაც კონტექსტს იყო მოწყვეტილი. ზოგადად, იმ თავში საუბარია უკანასკნელი წლების პოლიტიკურ ლიდერებზე. მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ჟვანიაზე, ედუარდ შევარდნაძეზე. ეს გახლავთ ჩვენი ისტორიის ნაწილი, რასაც მოზარდები უნდა სწავლობდნენ. აჟიოტაჟი რასაც ვხედავთ, არის კიდევ ერთი მაგალითი 21-ე საუკუნის ცენზორებისა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0