19/04/2023
16:19
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პარტიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ პარტია ფორმაში არ არის.
„არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საუკეთესო ფორმაში? რა თქმა უნდა, არ არის და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაძლიერება სჭირდება, ადამიანებისთვის ახალი შანსის მიცემა სჭირდება, ადამიანებს, რომლებსაც სურთ ოპოზიციურ ფლანგზე სურთ გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, ამის საშუალება უნდა მიეცეთ.
მათ არ უნდა დაუწესდეთ შეზღუდვები და სწორედ ამაზე საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც მიაჩნიათ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდა და ამიტომ, უნდა დატოვონ პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობა და ეს იდეა არის წარმატებული საქართველოს იდეა“, - აცხადებს კირკიტაძე.
0
0