-share.jpg)
პარტია „გირჩის” წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი შეფასებით, პარტიაში ახლა სერიოზული კრიზისია და „ნაციონალური მოძრაობა“ დე ფაქტო დაშლილია.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთის დადანაშაულებაზე არიან გადასულები.
„პარტია „ნაციონალური მოძრობა“ დე ფაქტოდ დაშლილია. პარტიაში სერიოზული კრიზისია. ახლა უბრალოდ წყდება საკითხი, თუ როგორ გაფორმდება ეს დაშლა - გაფორმდება იმდაგვარად, რომ პარტია მართლა დაიშლება და პოლიტიკაში სხვადასხვა პარტია გაჩნდება თუ პარტიას დამარცხებული დატოვებს. ეს წყდება უკვე 29 იანვარს. დაველოდებით, დავაკვირდებით არჩევნებს, რადგან „ნაცმოძრაობის“ ბედი, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებზეც აისახება“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.
0
0