03/01/2022
14:06
პოლიტიკა
მისივე თქმით, მოთხოვნები, რომელსაც ისინი აყენებენ, სწორი არ არის.
„ეს არ არის სწორი მოთხოვნა, შესაბამისად, ვფიქრობთ, უმჯობესია, ისევე როგორც ყველამ, ამ ადამიანებმაც შეეცადონ, რომ სამართლებრივი მდგომარეობა და მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს და არა პირიქით, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბონ ახალი წესები. ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხების ირგვლივ. შესაბამისად, ინსინუაციების მოწყობა ამ საკითხის ირგვლივ გამართლებული არ არის. თუ სჭირდება კონკრეტულ პატიმარს მკურნალობა, შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ის ამას უპირობოდ მიიღებს, ასეთია წესი, შესაბამისად აქედან რაღაც ამბის შექმნა გამართლებული არ არის", - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024