
ევროპარლამენტარებთან ძალიან მეგობრული შეხვედრა გვქონდა, გავაცანით ჩვენი გეგმები, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მისივე თქმით, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნებიდან გამომდინარე მუდმივად „კუ და მორიელის“ იგავ-არაკშია.
„ჩვენ მუდმივად ვართ „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში. დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ, რაღაც პროცესში შემოვიდნენ კონსტრუქციულად. ეს არის მათი ბუნება. ასე იყვნენ ცხრა წელი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლაც იგივეა, 10 წელი, როცა ოპოზიციაში არიან. როცა საუბარი გვაქვს „კუ და მორიელზე, აქ კუ არის არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0