08/10/2021
17:08
პოლიტიკა
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ზუგდიდში დამარცხდა „ქართული ოცნება“ და ამის გაცნობიერების შემდეგ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს.
„მოგეხსენებათ, როგორ ჩატარდა არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით ზუგდიდში. შანტაჟი, სხვადასხვა სახის მუქარა, ე წ. კარუსელების დატრიალება, ზონდერების მიერ პირადობების ჩამორთმევის შემთხვევები, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება, ეს ყველაფერი აისახა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქის ფულს, ძალადობასა და პირწმინდად დაამარცხა „ქართული ოცნება“ ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში. ამ ყველაფრის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ვიდრე აქამდე ჩაუდენია. ისინი დარწმუნდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მთლიანად ჯამური ოპოზიცია უფრო მეტ მანდატს ფლობს საკრებულოში. პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აკომპლექტებს უმრავლესობას და „ქართული ოცნება“ უკვე აღარ არსებობს როგორც უმრავლესობა, ადგნენ პირველ ტურში გამარჯვებულ მანუჩარ ფიფიას გუშინ ღამე ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა, თითქოს გადაითვალეს ხმები და პირველ ტურში დამარცხებულ კანდიდატს მიანიჭეს გამარჯვება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ზუგდიდში ხვალ, საოლქო კომისიაში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის მანუჩარ ფიფიას პირველ ტურში დამარცხებულად გამოცხადების გამო აქცია გაიმართება.
მელიას განმარტებით, აქციის დრო დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
0
0