24/07/2023
22:55
პოლიტიკა
მე ვეუბნები ოპოზიციას, ვინც ახლა გაერთიანებაზე არ იფიქრებთ, ყველანი ხელისუფლების წისქვილზე ასხამთ წყალს , - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა წინა საარჩევნოდ პოლიტიკურ ალიანსებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მიესალმება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნას.
“საქართველოს პოლიტიკა ძალიან რთულ ვითარებაში მიმდინარეობს. იბრძვის ის [გიორგი ვაშაძე] ადამიანი და სინჯავს იმ ვარიანტებს, რითაც შეიძლება „ქართული ოცნების“ დამარცხების გზა ნახოს. მე ვერ დავინახე, რომ გიორგიმ იდენტობა დაკარგა“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, „გამარჯვების პლატფორმაში“ „კანონი და სამართალიც“ იქნება წარმოდგენილი.
„ძლივს დავინახე ის ადამიანები შეკოწიწებული ერთად, რომლებიც ყოველთვის მინდოდა [მენახა]. მე თუ მეტყვით, მიხილავთ თუ არა მათთან ერთად გაერთიანებაში, გეტყვით - დიახ. თავს არ ვაკადრებ და გამორიცხულია, რომ რამე სიაზე ვილაპარაკო. „კანონი და სამართალი“, თაკო ჩარკვიანი გაერთიანებაში აუცილებლად იქნება. სიაზე არასდროს ვლაპარაკობ“,- განაცხადა მან.
ჩარკვიანის თქმით, წინა საარჩევნოდ ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ იმისთვის, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმა ჩატარდეს.
„სანამ არჩევნებამდე მივალთ დასალაგებელია, მანამდე ბრძოლაა მოსაგები. არარეფორმირებული საარჩევნო სისტემაა, იგივე წრეზე შევყვებით ბიძინა ივანიშვილს? სასამართლო და საარჩევნო რეფორმა რომ ჩატარდეს, ამისთვის გავერთიანდეთ.
მე ვეუბნები ოპოზიციას, ვინც ახლა გაერთიანებაზე არ იფიქრებთ, ყველანი ხელისუფლების წისქვილზე ასხამთ წყალს. გავერთიანდეთ, ვიდრე არჩევნებია. მივყვებით ივანიშვილს ამ არჩევნებში? „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუერთდა ვაშაძე, რასაც მივესალმები და მიხარია. ძლივს დავინახე ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს. ძალიან გადახარისხებულია იქაურობა. მათ მიუერთდა ცოცხალი „ჩიპი“, გიორგი ვაშაძე. რას მიიღებს ვაშაძის გაერთიანებით? „ძალა ერთობის“ დროს, რაც მივიღეთ, აქეთკენ მივდივართ“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ამასთან, ჩარკვიანის განცხადებით, „გამარჯვების პლატფორმას“ მალე საინტერესო სახეები შეუერთდებიან.
0
0