27/10/2022
16:01
პოლიტიკა
„ჩვენ ვგულშემატკივრობთ „გირჩი - მეტი თავისუფლების და ვაშაძის გაერთიანებას“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ოპოზიციონერი განცხადებით, რა გამოვა გაერთიანებიდან, რთული სათქმელია.
„ჩვენ ვგულშემატკივრობთ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და ვაშაძის გაერთიანებას. არ ვიცი რა უნდა ჩვენს კოლეგებს. როდესაც არ ვიცი რა უნდათ კოლეგებს, არ ვიცი რა მიზნის გარშემო ერთიანდებიან, მიჭირს დავინახო მათი პერსპექტიულობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ბირთვი ოპოზიციის, მაგრამ ბუნებაში თვითონ არ არსებობს. ანუ ისეთი რამეა ბირთვი, რაც არ არსებობს, ეს ყოველთვის ხელს შეუშლის ოპოზიციურ ფლანგზე ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ ერთადერთი რაზედაც ვფიქრობთ ამ წუთს, არის 5%-იანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვა“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0