30/07/2023
10:26
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, არის ფსევდოგაერთიანება, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ეს არის რამდენიმე ადამიანის შესვლა ერთიან პარტიულ სიაში იმისთვის, რომ ამ რამდენიმე ადამიანმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, მოიპოვოს თავისი კუთვნილი ადგილი, 38-ე, 24-ე ან მე-18. გამოდიან ხოლმე ვაშაძე და მისი მეგობრები და ამბობენ, ჩვენ გავერთიანდითო, მაგრამ არავითარი გაერთიანება ეს არ არის. ხომ გახსოვთ, ვაშაძე ვინ იყო? ადეიშვილის მოადგილე და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოსული მერვე მოწვევის პარლამენტში. ვაშაძის პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანდა არა როგორც ბლოკში ან კოალიციაში, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უბრალოდ, შეიწოვა პარტიის ძველი წევრები. უკან ბრუნდებიან ძეშეცდომილები და პატიმარ სააკაშვილის და მთავარი სპონსორის, კეზერაშვილის ნებართვით, ვაშაძეს თავისი როლი დაეკისრა. არ ვიცი, რიგით მერამდენე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია ამ პარტიის. ხუთი კანდიდატი უკვე გაამჟღავნეს ბოლო ერთ თვეში. მე მაინც ვფიქრობ, როგორც დაბერდნენ პოლიტიკურად სააკაშვილის ჩრდილში, ასე იქნებიან, სანამ ეს ადამიანი იქნება. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ ვერ ულიდერებს, ეს არის სააკაშვილის ჯვარი და, როგორც ჩანს, ამ ჯვარს ბოლომდე გაიტანს. იქ იქნებიან ყველა – ჭიაბერაშვილები, ვაშაძეები, ყოფილები, დავიწყებულები და ა.შ. მოკლედ, ნავსაყუდელი სადღაც „ვივამედის“ გარშემო იქნება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ამ განცხადებით გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პერსპექტივა აქვს ახალ ერთობას და „გამარჯვების პლატფორმას“, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააფუძნეს.
ცაგარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დატრიალებული უბედურების თავში და ბოლოში დღემდე სააკაშვილია, რომელიც ამ ყველაფრის მოთავე და “სულიერი მამაა”.
0
0