27/04/2023
17:55
პოლიტიკა
„გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ დიდი ხანია „ნაციონალები“ კიდევ წამოყელყელავდნენ“, – ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, მიდის თუ არა 30 აპრილს დაგეგმილ აქციაზე, ქეთი დოლიძემ აღნიშნა, რომ აქციაზე მიდის, რათა „ეს უბედურება რომ დამთავრდეს“.
„რა თქმა უნდა, მივდივარ, აბა რას ვშვრები, ეს უბედურება რომ დამთავრდეს, ბოლოს და ბოლოს და „ნაციონალებმა“ რომ დაინახონ რამდენი ვართ, რომ ამდენი ყელყელაობის მერე აი, არ „გულაობდნენ“ ასე ჩვენს თავებზე, მეტი არაფერი.
„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს უნდა აკრძალულიყო, როგორც პარტია, იმდენი სიბინძურე და იმდენი უბედურება აქვს ჩადენილი 9 წლის მანძილზე, კიდევ ძალიან დიდხანს უთმენდა საქართველო მაგათ, მორჩა!“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
0
0