28/05/2023
11:56
პოლიტიკა
26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები, აქედან გამომდინარე, მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას და არც წელს. ეს ყველამ იცოდა და შესაბამისად, ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა, რომ ისინი იჭრებიან სხვის პირად სივრცეში.
„მინდა, ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ სახე, რეალურად, სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ კარგად იცის მათი წარსულიდან, 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს. ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ამ ღონისძიებას. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები, შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, თითქოს ცურვასთან და ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არ დასწრებას. აღლუმზე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია ვარჯიში. სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არანაირ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა. ისედაც არ ვესწრები ხოლმე. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება. სხვას რომ უსამშობლოს დაუძახებს, აქ არაფერი საინტერესო არ არის. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები და მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, ამას აკეთებენ 2004-ან 2012 წლამდე, მათ შორის, როდესაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსების ფედერაციას და ამას აგრძელებენ დღემდე. ისინი არიან უცხოელი აგენტები“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0