28/10/2021
18:41
პოლიტიკა
„გასაგებია და ამას თვალს ვუსწორებთ, რომ არიან სასულიერო პირები, რომლებიც არ იქცევიან სათანადოდ და მათი ცხოვრების წესი არ არის შესაბამისობაში მღვდლობასთან და ეპისკოპოსობასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ყოველდღე, როგორც კომუნისტები აკეთებდნენ, შხამს აწვეთებდნენ ადამიანის გულში, სწორედ ასეთივე პროპაგანდა განაგრძო. დღეს კომუნისტების მსგავს ბრძოლას ვხედავთ ეკლესიის წინააღმდეგ.
ჩემთვის ყველაზე მიუღებელია, როდესაც ადამიანი ვერ არჩევს შავსა და თეთრს ერთმანეთისაგან.
ვხედავთ, რომ დღეს ის ადამიანები ითხოვენ ხმას ჩვენგან, ვინც ნარკოტიკისა და მარიხუანას დაკანონებას ითხოვს. აკეთებენ ამის პროპაგანდას ვხედავ, როგორ ინგრევა ოჯახები, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ადამიანები მარიხუანას მოხმარების გამო და ადამიანები ამას საარჩევნო კამპანიად იყენებენ. ასევე ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც მონაწილეობას იღებს საარჩევნო კამპანიაში, ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს წითელი საღებავი ანუ სისხლი შეასხა“, - განაცხადა დეკანოზმა შალვამ.
მისი თქმით, თვალსაჩინოა თუ რა დამოკიდებულება აქვთ პატრიარქის მიმართ.
„რა დღეში ჩააგდეს ეს ეპოქალური ადამიანი. ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ლანძღავდნენ პატრიარქს. მე რასაც ვხედავ, ეს დაძაბულობა და დაპირისპირება სულ სულ ამ ადამიანებისაგან მოდის.
მათ არ სურთ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ვიცხოვროთ ნორმალურად. პირადად ჩემზე მედიაში ისეთი რაღაცები უთქვამთ რუსული დაზვერვის აგენტად გამომაცხადეს - ქვეყნის მოღალატედ დამასახელეს. ასე ლახავენ ადამიანების რეპუტაციას, ჩემთან მოდის მრევლი, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი ნდობა და ეს ხალხი კი ყველანაირ ნდობას ანადგურებს.
100 წლის წინ კომუნისტების გამოსვლის შემდეგ ქართველმა კაცმა, რომელმაც თავის დროზე ხატს ფეხი არ დააბიჯა, ზუსტად იმავე ერმა თავისი ხელით ტაძრებიდან ჯვრები ჩამოხსნა, სასულიერო პირები დახვრიტა და დაწვა. მე სულ ვამბობ, რომ ესენი არიან ახალი ნეოკომუნისტები, რომლებიც იგივე მეთოდებით მოქმედებენ“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
0
0