
„ზიმბაბვე არ განიცდის საკვების დეფიციტს, თუმცა, ის უფასო მარცვლეულის შეთავაზების გამო რუსეთის პრეზიდენტის მადლიერია“, - ამის შესახებ ზიმბაბვეს პრეზიდენტმა ემერსონ მნანგაგვამ განაცხადა.
„მადლობლები ვართ. მარცვლეულის დეფიციტი არ გვაქვს. ჩვენ უზრუნველყოფილი ვართ საკვებით“, - აღნიშნა ზიმბაბვეს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის 50 000 ტონამდე უფასო მარცვლეული მიაწოდოს ზიმბაბვეს, ბურკინა-ფასოს, მალის, სომალს, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკას და ერიტრეას მომდევნო 4 თვის განმავლობაში.
პუტინმა დასძინა, რომ კრემლი გააგრძელებს მათი სასურსათო საჭიროებების დაკმაყოფილებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გამოვიდა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“.
დასავლეთის ქვეყნები პუტინს საკვების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
27-28 ივლისს რუსეთ-აფრიკის სამიტი იმართება. სამიტზე 55 ქვეყნიდან მხოლოდ 17 ქვეყანაა წარმოდგენილი.
0
0