
“უზარმაზარ ნაწილს მოქალაქეების, ვისაც არ მოგვწონს და არ გვჯერა ამ კანონის, მთავრობამ ანგარიში უნდა გაგვიწიოს და უნდა გაიწვიონ ეს კანონი და აღარ გაიყვანოს ამდენი ხალხი ქუჩაში,” - ამ განცხადებას მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი “რეაქციაში” აკეთებს.
"ჩვენი გასაკეთებელი არის ის, რაც გავაკეთეთ შარშან, ჩვენ ვხედავთ ერთადერთ გამოსავალს, რომ საქართველო ევროპის გზაზე დადგეს, იმიტომ, რომ საქართველო იყოს დაცული, საქართველო აყვავდეს, განვითარდეს სწორად, ლამაზად და ჰარმონიულად და უზარმაზარი პოტენციალი ლამაზად წარმოაჩინოს, იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნების გაერთიანება ეს არის იმ ქრისტიანული ქვეყნების გაერთიანება, რომელიც ქრისტიანულ კანონმდებლობაზე დგას და მოყვას მოყვრულად ექცევიან - თავისუფლებას აძლევენ. ხოლო ის, რაც ჩვენ გამოვლილი გვაქვს, მოვესწარით იმ დროს, როცა დანაწევრებული იყო - ეს კარგია, ეს ცუდია, არავინ ითვალისწინებდა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება, მრწამსი ჰქონდეს.
შეიძლება აგრესიულად არ გამოვხატოთ, ეს ჩვენი მთავრობაა, საქართველოს მთავრობის მოვალეობაა, რომ თავის მოქალაქეებს გაუწიოს ანგარიში - ჩვენ გვინდა, რომ ეს კანონი იყოს გაწვეული, იმიტომ, რომ არ გვჯერა ამ კანონის და რეალურად ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის სასარგებლო კანონი არ არის და ეს გვაახლოებს რაღაცნაირად რუსეთთან, ამიტომ ჩვენ ანგარიში უნდა გაგვიწიოს მთავრობამ,’ - ამბობს ფეტვიაშვილი.
რაც შეეხება, ხელოვანების მიმართ კრიტიკას და მუქარას, ვისთვისაც რუსული კანონი მიუღებელია, მხატვარი თვლის, რომ თავისუფალი აზრის დაფიქსირების უფლება ყველას უნდა ჰქონდეს.
ეს არის რუსული სტილის ურთიერთობები, უპატივცემულო დამოკიდებულება, არავის პატივს არ სცემენ, ვერ ასხვავებენ, ვინ არის ღირებული და ვინ არა, აქედან გამომდინარე, თავის თავსაც არ სცემენ პასუხს. ხელოვანი ადამიანის მისიაა, რომ ის იყოს თავისუფლების სადარაჯოზე - შინაგანი თავისუფლება აქვს და ეს მისთვის იმდენად ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ რაც საჭიროა ის თქვას, ის დაინახოს, თუ რაღაც შემთხვევით არ ჩანს, იმაზე მიუთითოს და ამას უნდა მიესალმებოდეს თავისუფალი და სწორად მოაზროვნე ადამიანი,” - ამბობს რუსუდან ფეტვიაშვილი.
0
0
წვიმა ელჭექით - ამინდი საქართველოში
09/07/2025