07/10/2021
19:17
პოლიტიკა
როგორც მან აღნიშნა, ეუთო/ოდირი და ევროპარლამენტი საქართველოში არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდებიან, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდება და კალიურანდი კვლავ ჩამოვა საქართველოში.
„არჩევნები არის საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიისაკენ. პირველი ტურის შემდგომ ჩვენ შევაჯამეთ, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ასევე წინასწარი შეფასებაც დაიდო ეუთო/ოდირის და ვიცი, რომ ბევრი პრობლემა წამოიჭრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან, ასევე ოპოზიციისგან, ამიტომ მე ველი, რომ საქართველოს მთავრობა ამაზე სერიოზული რეაგირებას მოახდენს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. მზად ვარ დავეხმარო საქართველოს და ვიმედოვნებ, რომ პოლარიზაცია აღარ იქნება.
რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით ძალათა გადანაწილებას საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
0
0