15/05/2024
00:02
პოლიტიკა
პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, პოლიტიკური პროცესი ახლა არის ქუჩაში, მშვიდობიანი წინააღმდეგობის სახით.
„დიახ, ჩვენ ვუერთდებით ბოიკოტს. მე და ქეთი თურაზაშვილი წარმოვადგენთ პარლამენტში პარტიას „მოქალაქეები“ და ახლა იმ პარლამენტში რაიმე რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ. ოთხი წელი მართლა გულით ვცდილობდი, რომ დამემტკიცებინა ხალხისთვის, იქ უბრალოდ ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მთელი გულით ვიყავი ყველაფერში ჩართული, მაგრამ ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ბოიკოტს. პოლიტიკური პროცესი ახლა არის ქუჩაში მშვიდობიანი წინააღმდეგობის სახით რუსული ხელისუფლებისა და რუსული კანონის წინააღმდეგ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ასევე, საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და “ლელომ“.
0
0