26/04/2023
14:34
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან გორგილაძე აცხადებს, რომ ის ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ფეისბუკის“ მეგობრობიდან წაშალა.
მისი თქმით, ენმ-ს თავმჯდომარემ ფეისბუკიდან სხვა თანაპარტიელებიც წაშალა.
„როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობაზე გაქვს პრეტენზია, მინიმუმ უნდა შეგეძლოს, რომ შენი ნათქვამი არგუმენტირებულად გაამყარო.
დადოს ერთი ფაქტი ლევან ხაბეიშვილმა, სადაც ლევან გორგილაძე პარტიას აგინებს, ან ლანძღვას და მართლა ქუდს დავიხურავ და გვერდზე დავდგები.
იმას თუ გულისხმობს, რომ მათ შორის, საჯაროდ აქვს კითხვები და მოვითხოვ იმ დაპირებების შესრულებას, რაც წინასაარჩევნოდ გააჟღერა მან და მისმა გუნდმა, ეს არც პარტიის გინებაა და არც ლანძღვა, ეს არის სურვილი, რომ პარტია წინ წაიწიოს და შესრულდეს ეს დაპირებები, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის მიმართებით.
ლევან ხაბეიშვილს ისიც ჩასძახეს ალბათ, სიიდან ამოვეღე მეგობრებთან ერთად და ამასთან ერთად ისიც, რომ „ფეისბუკიდან“ წავეშალე, მიუხედავად იმ ურთიერთობისა, რაც ჩვენ ანტიკორუფციული მიმართულებით გვაკავშირებდა და კარგადაც გამოგვდიოდა თანამშრომლობა.
სამწუხაროდ, ჩაკეტილია ყველაფერი, ვეღარ ვეხმიანებით, აღარ დაგვრჩა არანაირი გზა და როცა საჯაროდ „ფეისბუკით“ მას ვნიშნავ და კითხვებს ვუსვამ, მონიშვნასაც შლის იმის მაგივრად რომ პასუხები გამცეს“, - აცხადებს ლევან გორგილაძე.
0
0