03/11/2021
14:08
მსოფლიო
(ავტორი - ნაირა დავლაშიანი), რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური საქმიანობის ანალიზია მოცემული. მასალა გარკვეულწილად მომზადებულია საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ქართული ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელთან, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან გიორგი ბადრიძესთან და კიევის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორთან რუსლან ბორტნიკთან საუბრების საფუძველზე.
„მიხეილ სააკაშვილი არის ნამდვილი მხეცი პოლიტიკაში“, - ამბობს „ევრონიუსის“ ჟურნალისტთან საუბარში გიორგი ბადრიძე, - ეს მე იმ იშვიათი შემთხვევების დროს დავინახე, როცა მასთან მქონდა ურთიერთობა. იგი არაჩვეულებრივი ადამიანია. იგი მხოლოდ პოლიტიკით სულდგმულობს, პოლიტიკით ცხოვრობს“.
«Euronews»-ის ანალიზი მოგვითხრობს მიხეილ სააკაშვილის არეულ-დარეულ და იმავდროულად არაჩვეულებრივ ცხოვრებაზე - ადამიანზე, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო საქართველოს დაყენება დემოკრატიის გზაზე, მაგრამ საბოლოოდ მოსახლეობა საკუთარი თავის წინააღმდეგ აიმხედრა, წავიდა უკრაინაში, იქაც სკანდალური ამბები დაატრიალა და რამდენიმე წლით მოქალაქეობის არმქონე პიროვნებად იქცა.
პუბლიკაცია შედგება რამდენიმე ნაწილისაგან:
ა) ახალგაზრდა რეფორმატორი: პოლიტიკური კარიერის დასაწყისი, შევარდნაძე და სააკაშვილი, „ვარდების რევოლუცია“;
ბ) ავტორიტარი დემოკრატი: მმართველობის დემოკრატიული პრინციპების დარღვევა, მიტინგების დარბევა, ადამიანის უფლებების შელახვა.;
გ) სკანდალისტი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, დაპირისპირება პრეზიდენტთან და სხვა პოლიტიკოსებთან, სკანდალები.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025