„მის სამყარო ნიგერია“ 23 წლის ჩიდიმა ადეთშინა გახდა. მანამდე კი, ადეთშინა, რომელიც ასევე მომავალი იურისტია, იძულებული გახდა, თავისი ეროვნების გამო „მის სამხრეთ აფრიკის“ კონკურსი დაეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩიდიმა ადეთშინა სამხრეთ აფრიკის მოქალაქეა, მისი მამა ნიგერიელია, ხოლო დედა - მოზამბიკური წარმოშობისაა.
კრიტიკის ტალღის შემდეგ, ის სილამაზის კონკურსში „მის სამყარო ნიგერია“ მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.
ინტერვიუებში ადეთშინამ აღნიშნა, რომ ის სამხრეთ აფრიკის დაბა იოჰანესბურგის გვერდით ახლოს, სოვეტოში დაიბადა და ქეიფთაუნში გაიზარდა. ადეთშინას ეროვნების გამო გამოწვეული აჟიოტაჟის შემდეგ, „მის სამხრეთ აფრიკის“ ორგანიზატორებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტს მისი უფლებამოსილების შესწავლა მოსთხოვეს. პირველადი გამოძიების შემდეგ, დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ადეთშინას დედამ შესაძლოა უკანონოდ მოახერხა სამხრეთ აფრიკის მოქალაქე გამხდარიყო, თუმცა, დასძინა, რომ ადეთშინა "ვერ ჩაერთვებოდა დედის სავარაუდო უკანონო ქმედებებში, რადგან ის იმ დროს ჩვილი იყო".
აღნიშნული განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, ადეთშინა კონკურსს გამოეთიშა და თქვა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გამო მიიღო. „მის სამყარო ნიგერიის“ ორგანიზატორებმა ის თავიანთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს და თქვეს, რომ ჩიდიმა ადეთშინა შეძლებს "მამამისის სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას". კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ადეთშინა ნოემბრის Miss Universe კონკურსზე ნიგერიას წარმოადგენს.
"ეს გვირგვინი არა მხოლოდ სილამაზის სიმბოლოა, არამედ ერთიანობისკენ მოწოდებაც", - თქვა ადეთშინამ.
0
0