21/04/2023
13:47
პოლიტიკა
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებს გუშინ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა. როგორც მშობლები აცხადებენ, ამ შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, რადგან მინისტრისგან უარი მიიღეს პრეპარატ ვოსორიტიდის დაფინანსებაზე.
მშობლები უკვე მესამე დღეა, მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიას არ ტოვებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
„რამდენჯერაც მინისტრი ან მისი მოადგილე შეგვხვდა, ტყუილად ჩაიარა შეხვედრამ - ტყუილი დროის კარგვა, ტყუილი დაპირებები და მშობლებისთვის დაკარგული დღეები. ასე რომ, ვითხოვთ, პრემიერ-მინისტრი შეგვხვდეს. ამ ეტაპზე, სხვა მოთხოვნა არ გვაქვს, საქმე დაიწყოს და დროულად შემოიტანონ მედიკამენტი“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
ამ მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
მშობლების განცხადებით, წამალი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება. წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ.
0
0