
4,3 ათასზე მეტმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის მობილიზებულმა, განაცხადეს, რომ სურდათ უკრაინას ტყვედ ჩაბარებულიყვნენ. ამის შესახებ პროექტის „I Want to Live“-ის წარმომადგენელმა ვიტალი მატვიენკომ განუცხადა.
მან დასძინა, რომ ისინი აკავშირებენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვინც გადაწყვეტს ჩაბარებას და მუშაობენ იმისათვის, რომ მათთვის ყველაფერი უსაფრთხოდ წარიმართოს.
მანამდე მატვიენკომ თქვა, რომ იმ რუსების ოჯახებმა, რომლებმაც ახლახან მიიღეს გამოძახება, ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ უკრაინაში, მიმართეს პროექტს „მე მინდა ვიცოცხლო".
აღნიშნული უკრაინული პროექტი ეხმარება რუს სამხედროებს, უკრაინაში ომში არ წავიდნენ. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსებს, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, გარანტირებული აქვთ სამჯერადი კვება, სამედიცინო დახმარება და იურიდიული დახმარება.
0
0