რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც კონგრესში გაიმართა, "მეზოზოური პოსტმოდერნი" უწოდა. მან თავისი აზრი Telegram-ის არხზე გააზიარა.
„მოვისმინე ბაიდენის გამოსვლა კონგრესში. ეს არის ერთგვარი მეზოზოური პოსტმოდერნი. ბაიდენმა პუტინს მიმართა და თქვა, რომ არ წავა. სიტყვის დასასრულს მან დაამატა: "ჭკვიანი რომ ვიყო, ახლავე წავიდოდი", - დაწერა ზახაროვამ.
მისი თქმით, ბაიდენი საკუთარი ლოგიკითვე, არ ტოვებს თანამდებობას, რადგან ჭკვიანი არ არის.
ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა ბაიდენის სიტყვებზე, რომ მედიკამენტები რუსეთის ფედერაციაში უფრო იაფია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. „როგორც ჩანს, ჩვენს საკონსულო დეპარტამენტს მოუწევს „რუსეთში მოგზაურობის მიზნების“ სიას დაემატოს სვეტი „მიიღე მედიკამენტები ბაიდენის რჩევით“, - აღნიშნა მან.
0
0