08/07/2023
00:10
საზოგადოება
ქართველი ქალი, რომელიც უკრაინის ომში იბრძოდა, ნანა ტომარაძეა. ის „პალიტრა ვიდეოს“ თავის მძიმე ცხოვრებაზე უყვება.
„მე ვიყავი ისეთი ბავშვი, ჩემს ჭკუაზე დავდიოდი სულ და ჩემებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა დავკავებულიყავი. გადაწყდა, რომ უნდა ვიარო გიტარაზე. იქ იმ პიროვნებამ გამოიჭირა, რომ მე ძალიან მომწონდა ეგვიპტური ისტორია, ჩაცმულობა და მიყვარდა ცეკვა. მეუბნებოდა, რომ ჩვენ წინა ცხოვრებაში ეგივიპტელები ვიყავითო, ჩვენ ამ განზომილებაში ვართ, ჯერ ხელის მოკიდება, მოფერება და ნელ-ნელა განვითარდა, შთამაგონა, რომ ეს იყო ნორმა. ჩემებმა გაიგეს, უჩივლეს. მერე ეს პიროვნება მეუბნებოდა, რომ სახლიდან გამოიპარეო. მეუბნებოდა, თქვი, რომ ქალიშვილობა სადღაც კლუბში დაკარგეო, მალაპარაკა ასეთი რაღაცები და ასე ჩაიმალა ეს ყველაფერი. 15 წლის ასაკში, დამაძინეს და აბორტი გამიკეთეს. მე ეს გადავიტანე...
2017 წელს, ბევრი ფიქრის მერე, დავფიქრდი რა იყო ჩემი როლი, ვიყავი ალანიაში და დავინახე სამხატვრო აკადემია, ვცადე და ჯერჯერობით 20 ნახატი მაქვს.
თებერვლის ბოლო იყო, სპონტანურად ჩავალაგე ყველაფერი და წავედი უკრაინის ომში. 4 მარტიდან, ივნისის 15-მდე იქ ვიყავი...“,- ამბობს ნანა.
0
0