-share.jpg)
გუშინ, გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსული, ნათია ამარიანია.
ირკვევა, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზინა.
„მეხუთეში, „კარფურის“ წინ, პამპერსების მაღაზიიდან გამოვიდა, რაღაცები იყიდა ამ საწყალმა გოგომ. მანქანა ეყენა ეზოში, ხილ-ბოსტანი რომ არის, მანდ. გამოვიდა და უნდა ჩამჯდარიყო მანქანაში, შემოფრინდა ავადმყოფი და დაეჯახა, ფეხები მოწყვიტა ამ გოგოს და ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ბავშვზე იყო ორსულად. წლინახევრის ჰყავს პირველი შვილი“ - წერენ თვითმხილველები.
შსს-ს ცნობით, ავტოავარიის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
ავარიის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
0
0