29/03/2023
08:36
პოლიტიკა
„ტროლ-ბოტებმა რომ ვერაფერი მომიძებნეს, რატომ არის ამხელა წონის და მაგას უნდოდა მილიონის შოვნაო - მეგობრებო, ვის არ გინდათ მილიონის შოვნა?“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის ბრალდებასთან დაკავშირებით, ხანმოკლე ბრძოლას არ ვაპირებ, ბოლომდე მივყვები აუცილებლად. ნებისმიერი შედეგი ჩემთვის არის შედეგი. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი იმას ვერ დაადასტურებს რაც იბოდიალა იქა, მას მოუწევს ამის საბუთების დადება, თუ არა და მერე ვნახოთ როგორ იქნება. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ კონსულტაციას მიწევს და მეხმარება ვალერი გელბახიანი, გამოცდილი ადვოკატი. ღარიბაშვილი იქნება პრემიერ მინისტრი, თუ არ იქნება, არ მოვეშვები, გამორიცხულია.
12 წელია ამას ლაპარაკობენ, მაგას უნდოდა მილიონის შოვნაო. ტროლ-ბოტების მთავარი შემოტევაა, ვერაფერი რომ ვერ მომიძებნეს, რატომ არის ამხელა წონის და მაგას უნდოდა მილიონის შოვნაო. მეტი არაფერი არ აქვთ. ძვირფასო მეგობრებო, ვის არ გინდათ მილიონის შოვნა?“ - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით განაცხადა: „ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორც მიეყიდა სააკაშვილს. ასი ათას დოლარად გაყიდული არის ეს კაცი, რომ იცოდეთ თქვენ, ყველამ“.
0
0